ანალიზი ბიზნესი ბიტკოინი ბლოკჩეინი ინდუსტრია ინვესტიცია კვირის სიახლე კრიპტოვალუტა სიახლეები ტექნოლოგიები

მაიკლ ვან დე პოპი: კრიპტო ბაზარი პარაბოლურ აქციას ელის

პოპულარული კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი მაიკლ ვან დე პოპი თვლის, რომ კრიპტო ბაზარი პარაბოლურ რალს ელის. მისი თქმით, ციფრული აქტივები ჯერ კიდევ უკიდურესად დაუფასებელია ინვესტორების მიერ. მაიკლ ვან დე პოპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზრდილი გლობალური ლიკვიდობა იქნება მთავარი ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის მომავალი bull cycle-სთვის. „კრიპტოვალუტები უკიდურესად დაუფასებელია და სავარაუდოა, რომ ისინი 10-წლიან ბულრანზე შევლენ. მე ველოდები დიდ ზრდას ამ ორი აქტივის კლასისგან“, – თქვა მან. ანალიტიკოსის თქმით, წამყვანი ეკონომიკები მალე იძულებულნი იქნებიან დაიწყონ სავალო ვალდებულებების რეფინანსირების პროცესი და პირველი კრიპტოვალუტა მზად არის ზრდისთვის რეცესიის შემდეგ, რომელიც სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ბიტკოინმა შეიძლება მიაღწიოს 90,000 დოლარს, რადგან მან გამოსცადა მხარდაჭერის ძირითადი დონე 58,000 აშშ დოლარი და აქტივის 55,000 დოლარზე დაბლა დაცემის ალბათობა პრაქტიკულად ნულამდეა შემცირებული, ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა. ამ თვის დასაწყისში, ამერიკული კომპანია ARK Invest-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის მხარდაჭერის ძირითადი დონე ახლა $52,000 და $46,000-ია.

Avatar

admin

About Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ყველაფერი კრიპტოვალუტის შესახებ. სიახლეები ციფრული ვალუტების, ფინტექის ტენდენციების და ფინანსური ინოვაციების შესახებ

საიტი დამზადებულია adamia.space-ის მიერ