2020 წელს ტრამპი ბიტკოინის აკრძალვას აპირებდა

2020 წელს ტრამპი ბიტკოინის აკრძალვას აპირებდა

კომპანია Block Inc-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მაიკ ბროკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას დონალდ ტრამპი ბიტკოინის აკრძალვას საკანონმდებლო დონეზე აპირებდა.

როგორც მაიკ ბროკმა (Mike Brock) სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, 2020 წელს ის თეთრი სახლის ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა, რომელშიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფინანსთა მინისტრი სტივ მნუჩინი (Steve Mnuchin) მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დროს ტრამპმა მხარი აშშ-ში ციფრული აქტივების, კერძოდ კი ბიტკოინის დანერგვისა და მიმოქცევის აკრძალვას დაუჭირა. თუმცა, ამერიკის კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების შესანარჩუნებლად, ეკონომისტთა გუნდმა მნუჩინის ხელმძღვანელობით ტრამპის სურვილების განხორციელება არ იჩქარა.

„2020 წელს ტრამპი ბიტკოინის აკრძალვას ცდილობდა, სანამ მას სტივ მნუჩინის ხელმძღვანელობით ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჯგუფი არ დაუპირისპირდა. ტრამპს საკუთარი თავის გარდა არაფრის არ სჯერა და თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ მას აზრის შეცვლა შეუძლია.“ – განაცხადა ბროკმა.

მან დაამატა, რომ ტრამპს ბიტკოინი არ აინტერესებს, რომ რეალურად, საპრეზიდენტო კანდიდატს „თვალი იმ ადამიანთა ჯგუფზე უჭირავს, რომლებსაც საარჩევნო მარათონის მოსაგებად ფინანსური რესურსის მარტივ წყაროდ მიიჩნევს“.

მანამდე, Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი იმ პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლებიც აცხადებენ, რომ მხარს კრიპტოვალუტებს უჭერენ. მისი აზრით, პოლიტიკურ კანდიდატებს არც ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების მნიშვნელობა ესმით.

Add a comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *