კომპანია MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი თაღლითური ვიდეოების შესახებ გააფრთხილა.
ყალბ ვიდეოში ის მომხმარებლებს BTC-ისა და ETH-ის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
ვიდეოებში, რომლებშიც თაღლითები მაიკლ სეილორის (Michael Saylor) დიპფეიკს იყენებენ, ის თითქოს მოუწოდებს მაყურებლებს, მას ბიტკოინები ჩაურიცხონ და ორმაგი თანხის დაბრუნებას ჰპირდება.
სეილორმა მომხმარებლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა, რადგან არც ის და არც MicroStrategy კრიპტოვალუტებს არ არიგებენ.
სეილორის მსგავსად, ვიდეოში სეილორის „ კლონიც“ ირწმუნება, რომ აშშ-სფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ ბიტკოინზე საბირჟო საინვესტიციო ფონდების (ETF) დამტკიცების შემთხვევაში BTC-ის ფასი 1 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით, MicroStrategy თითქოს 1000 BTC-ისა და 10000 ETH-ის მიღების შესაძლებლობით „კრიპტოვალუტის ყველაზე დიდ დარიგებას“ მასპინძლობს.
თაღლითების თქმით, მონაწილეობის მისაღებად კრიპტოვალუტებში გარკვევა საჭიროებას არ წარმოადგენს – მონაწილემ უბრალოდ უნდა დაასკანეროს ვიდეოში წარმოდგენილი QR კოდი.
ამასთან, ბოროტმოქმედები ხალხს აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ დაუყოვნებლივ მოუწოდებენ და „გარანტირებულ შედეგებს“ ჰპირდებიან.
„ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა, მომხმარებლებს ეჭვები უნდა გაუჩინოს, უფასო ლანჩი არ არსებობს.“- აღნიშნა MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა.
სეილორმა ცოტა ხნის წინ 216 მილიონი დოლარის ღირებულების კომპანიის აქციებს გაყიდვისა და მიღებული შემოსავლით ბიტკოინის შეძენის შესახებ გააკეთა განცხადება.
მას არ გაუმჟღავნებია თუ რამდენი BTC-ია ამჟამად მის პირად მფლობელობაში, თუმცა 2020 წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადების თანახმად, ის იმ დროისთვის 17,732 BTC-ს ფლობდა.
რაც შეეხება MicroStrategy-ს, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია 189,150 BTC-ს ფლობს.
სეილორის მსგავსად, ბოროტმოქმედებმა თაღლითური მიზნებისთვის Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის ბრედ გარლინგჰაუსის (Brad Garlinghouse) დიპფეიკიც გამოიყენეს.