ეთერიუმის თანადამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერს ეთერიუმის განვითარების მიზნებს, მათ შორის, ძირითადი ქსელის და მეორე დონის ქსელების გამტარუნარიანობის გაზრდას წამში 100 000 ტრანზაქციამდე.
ბუტერინმა აღნიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარის გაზრდა, არამედ ეთერიუმის ბაზაზე არსებული მეორე დონის (L2) ქსელებს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობების გაფართოებაც.
მან განსაკუთრებით გამოჰყო „ნდობის მოთხოვნების არქონის“ მნიშვნელობა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პირობა L2 ქსელებისთვის, რათა მათ შეძლონ „ეთერიუმის ძირითადი თვისებების მემკვიდრეობა“ და მომავალში უფრო საიმედო მასშტაბირება უზრუნველყონ.
ბუტერინმა ასევე აღნიშნა ეთერიუმის ძირითადი ქსელის მასშტაბირების აუცილებლობა, რადგან მისი გამტარუნარიანობა გაუმჯობესებას საჭიროებს. მისი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ბლოკში გაზის მაქსიმალური მოცულობის გაზრდა, თუმცა, ამან შეიძლება სხვა რისკები, მათ შორის, ცენტრალიზაციის საფრთხეც გაზარდოს.
„ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად რჩება როლაპებზე დაფუძნებული განვითარების გეგმის დასრულება და აღნიშნული პრობლემების გადაჭრა, ამავდროულად, ეთერიუმის ბლოკჩეინის საიმედოობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება,“ — განაცხადა ბუტერინმა.