შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს ხელისუფლებამ, Tether-ის დახმარებით, გახსნა ბიტკოინის ეკოსისტემის დამაარსებლის, სატოში ნაკამოტოს ძეგლი, მესამე ყოველწლიური Plan B ფორუმის დროს.
კომპანია Tether-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაკამოტოს სახე, რომელიც ქანდაკებაშია ასახული, შთაგონებულია ბიტკოინის დამფუძნებლის „საიდუმლოსა და ინოვაციებით“.
„მონუმენტური კომპოზიცია შექმნილია იმისათვის, რომ ითამაშოს მაყურებლის აღქმასთან. ქანდაკება იცვლის ფორმას, ჩნდება ან ქრება ხილვადობიდან, როდესაც დამკვირვებელი სივრცეში თავის ხედვას ცვლის. ავტორების ჩანაფიქრით, ეს უნდა ასახავდეს სატოში ნაკამოტოს გაქრობას საზოგადოების ყურადღებიდან მას შემდეგ, რაც მან ჩაუყარა საფუძველი რევოლუციურ ფინანსურ სისტემას,“ — აღნიშნეს Tether-ში.
ქანდაკება შექმნა იტალიელმა ხელოვანმა, ვალენტინა პიკოციმ (Valentina Picozzi), რომელიც შთაგონებული იყო იდეით „აღბეჭდოს როგორც საიდუმლო, ასევე ნაკამოტოს მარადიული მემკვიდრეობა.“
მანამდე ლუგანოს ხელისუფლებამ გამოაცხადა სტარტაპებისთვის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ შვეიცარიულ ფრანკზე მეტია (110,5 მილიონი დოლარი). ადგილობრივი კომპანიები მიიღებენ დახმარებას Bitcoin, USDT და LVGA ტოკენებში გადახდების ინტეგრირებისთვის 3M CHF საინვესტიციო ფონდიდან. ლუგანოს მერია დარწმუნებულია, რომ პროექტი ქალაქში ინვესტიციებს მოიზიდავს.