სკანდალურად ცნობილი ავსტრალიელი მეწარმე კრეიგ რაიტი, რომელიც ადრე საკუთარ თავს ბიტკოინის გამომგონებლად აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ არ არის სატოში ნაკამოტო, Bitcoin Core-ის დეველოპერებს სასამართლოში უჩივლა. მისი მტკიცებით, ბიტკოინი აღარ შეესაბამება მის თავდაპირველ ჩანაფიქრს.
კრეიგ რაიტმა (Craig Wright) თავისი სარჩელში, რომელიც დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში გააგზავნა, განაცხადა, რომ Bitcoin Core-ის დეველოპერებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ბიტკოინის თავდაპირველი პროტოკოლი. საუბარია გასულ წლებში განხორციელებულ ძირითად მოდიფიკაციებზე, მათ შორის SegWit და Taproot. SegWit გააქტიურდა 2017 წელს ბიტკოინის ქსელში ტრანზაქციების ოპტიმიზაციისა და ბლოკის ზომის გაზრდისთვის. მოგვიანებით განხორციელებული Taproot განახლება კი ქსელის კონფიდენციალურობისა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
SegWit-მა და Taproot-მა ძირეულად შეცვალეს ორიგინალური პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო Bitcoin White Paper-ში და ახლა, როგორც რაიტი ამბობს, „ბიტკოინი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო ჩაფიქრებული“. მეწარმე ირწმუნება, რომ ბიტკოინის ნამდვილი ვერსია წარმოდგენილია კონკურენტ Bitcoin Satoshi Vision (BSV) ბლოკჩეინში, რომელიც, რაიტის თქმით, უფრო მკაცრად იცავს ნაკამოტოს მიერ შექმნილ whitepaper-ს. რაიტის თქმით, განახლებები განხორციელდა ნებართვის გარეშე, რამაც დაამახინჯა ხალხის გაგება ბიტკოინის შესახებ და გამოიწვია ბაზარზე დაბნეულობა: BSV უნდა ივაჭროს უფრო მაღალ ფასად, ვიდრე BTC.
რაიტმა მოითხოვა კომპენსაცია Bitcoin Core-ის დეველოპერებისგან 911 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 1,1 ტრილიონი დოლარი) ოდენობით. ეს მაჩვენებელი ეფუძნება BTC-სა და BSV-ს შორის საბაზრო შეფასების განსხვავებას. სარჩელის შეტანის დროს ბიტკოინი ღირებული იყო დაახლოებით 48000 ფუნტ სტერლინგი თითო მონეტაზე (დაახლოებით 62600 აშშ დოლარი), ხოლო BSV ვაჭრობდა 50 ფუნტ სტერლინგად (65$).
„დეველოპერებმა საზოგადოება დაარწმუნეს, რომ კრიპტოვალუტა BTC არის ბიტკოინი,შესაბამისად, ზიანი მიაყენეს ნამდვილ Bitcoin Satoshi Vision (BSV)-ის რეპუტაციას. შედეგად, ფაქტების დამახინჯების გამო, BSV-მა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიიღო“ — აცხადებს რაიტი თავის სარჩელში.”
ამ ზაფხულს, BSV Claims-ის ადვოკატებმა შეიტანეს სარჩელი უმსხვილესი ამერიკული ბირჟების Binance-ისა და Kraken-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს მათგან 12 მილიარდი დოლარი BSV კრიპტოვალუტის უკანონოდ წაშლის გამო. ადვოკატებმა ბირჟა შეთქმულებაში და ანტიკონკურენტულ ქცევაში დაადანაშაულეს. რაიტმა ახლახან შექმნა ახალი ანგარიში სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც მან მოუწოდა ხალხს იყიდონ მის მიერ შექმნილი Bitcoin SV აქტივი, რომელიც, მეწარმის თქმით, „ასახავს პირველი კრიპტოვალუტის ნამდვილ სულს“.