Financial Times-ის ცნობით, შესაძლოა ბირჟა Crypto.com თავის პლატფორმაზე შიდა სავაჭრო ოპერაციებს მალავდეს.
ჟურნალისტების განცხადებით, მსგავს ტრანზაქციებთან დაკავშირებით, ბირჟის თანამშრომლებს კონფიდენციალურობის დაცვა დაევალათ.
კრიპტო ბირჟა შიდა სავაჭრო აქტივობის დამალვას ცდილობდა და მენეჯმენტი თანამშრომლებს მკაცრად სთხოვდა განეცხადებინათ, რომ პლატფორმაზე მარკეტმეიკინგის ოპერაციები არ განხორციელდებოდა.
Financial Times-ის კითხვებზე პასუხად Crypto.com-მა აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის ბაზრის სხვა მონაწილეების მოტყუება არავის დაუვალებია.
„ჩვენ გვყავს შიდა ბაზრის მარკეტ მეიკერი, რომელიც Crypto.com-ისთვის მუშაობს და მის მიმართ ზუსტად იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ, როგორც მესამე მხარის მარკეტმეიკერების მიმართ.“ – განმარტა კომპანიამ.
როგორც FT-ის მიერ გამოკითხულმა წყაროებმა განაცხადეს, ბირჟის გუნდები Crypto.com-ზე და სხვა პლატფორმებზე პირადი ფინანსური სარგებლის მიღებისთვის ვაჭრობენ და არა ბირჟის განვითარებისთვის. კომპანიის საკუთარი სავაჭრო პლატფორმა მუშაობს როგორც საკუთარ ბირჟაზე, ასევე სხვა პლატფორმებზეც, აცხადებენ კომპანიის პრაქტიკაში ჩახედული წყაროები. ერთ-ერთი მათგანის თქმით, გუნდის ერთადერთი მიზანი ფულის შოვნაა.
Crypto.com-ის წარმომადგენლები რაიმე სახის უღირსი პრაქტიკის არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს ოპერაციები პლატფორმაზე ლიკვიდობის შესანარჩუნებლად განხორციელდა.