დონალდ ტრამპის მხარდასაჭერ აქციაზე ილონ მაკს დაუსვეს შეკითხვა XRP-ის შესახებ SEC-თან მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
„ეს ნამდვილად არ არის XRP-ის მოწონება ან კრიტიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტა თავისი ბუნებით მხარს უჭერს ინდივიდუალურ თავისუფლებას“, – აღნიშნა მან.
“მასკმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები ცენტრალიზებულ ხელისუფლებას შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს. ამასთან, მასკმა დაადასტურა თავისი განზრახვა, სათავეში ჩაუდგეს „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ (D.O.G.E.), თუ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. Dogecoin-ის მსგავსად, XRP-ის ფასმაც განიცადა დროებითი ზრდა, რის შემდეგაც დაიწყო კლების პროცესი, რასაც ბიტკოინის ფასიც მიჰყვა, რომელიც $67 000-იან დიაპაზონს დაუბრუნდა. Santiment-ის მონაცემებით, XRP-ის დროებითი წარმატება ასევე დაკავშირებულია რეესტრში აქტივობის ზრდასთან, რის გამოც ყოველდღიურად აქტიური საფულეების რაოდენობამ სამთვიან მაქსიმუმს მიაღწია. მხოლოდ ერთ დღეში შეიქმნა 3,858 ახალი საფულე, რაც ბოლო შვიდი თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რასთან არის დაკავშირებული ეს მოვლენა, რთული სათქმელია.”