ეთერიუმი კრიპტოვალუტა სიახლეები

Ethereum-ის დეველოპერები ახალ სატესტო ქსელს აამოქმედებენ

მეორე კრიპტოვალუტის ქსელში ახალი სატესტო ქსელი სახელწოდებით Holesky გაჩნდება. ის Ethereum-ის ბაზაზე სტეიკინგის სერვისების, ინფრასტრუქტურისა და პროტოკოლების განვითარებისთვის იქნება განკუთვნილი.

ადრე სტეიკინგის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ძირითად ქსელს Goerli წარმოადგენდა. მაგრამ, ბოლო დროს დეველოპერებმა ამ სატესტო ქსელში ETH-ის არასაკმარის რაოდენობაზე უკმაყოფილების გამოთქმა დაიწყეს.

სწორედ ამიტომ, Holesky-ს ქსელში 1,6 მილიარდ ETH განაწილდება.

ეს რაოდენობა 10-ჯერ მეტია, ვიდრე მთავარ ქსელში. ამასთან, დეცენტრალიზებული აპლიკაციების დეველოპერებისთვის ძირითად საცდელ ქსელად Sepolia დარჩება.

Ethereum-ის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერის, ტიმ ბეიკოს (Tim Beiko) თქმით, Holesky-ს ქსელში ETH-ის დიდმა მოცულობამ დეველოპერების ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რადგან ისინი ტესტირებისთვის ხშირად დიდი რაოდენობით მონეტებს იყენებენ.

ახალმა ტესტნეტმა Ethereum-ის ახალი ფუნქციების – შარდინგის, Verkle Tree-ის ალგორითმის და სხვათა გამოყენებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს.

ამასთან, Holesky მთავარ ქსელზე ორჯერ დიდი იქნება – დაგეგმილია 1,46 მილიონი ვალიდატორი.

უნდა აღინიშნოს, რომ Holesky-ს ქსელი 15-16 სექტემბრის ღამეს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ კლიენტის ზოგიერთი პარამეტრის შეუსაბამობის გამო, ამოქმედება ვერ მოხერხდა.

სექტემბრის დასაწყისში Matter Labs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს გლუჩოვსკიმ (Alex Gluchowski) განაცხადა, რომ Ethereum-ის მომხმარებლებს რეალური სამყაროს მსგავსი სასამართლო სისტემა სჭირდება, რომელიც დავებს მოაგვარებს.

Avatar

admin

About Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ყველაფერი კრიპტოვალუტის შესახებ. სიახლეები ციფრული ვალუტების, ფინტექის ტენდენციების და ფინანსური ინოვაციების შესახებ

საიტი დამზადებულია adamia.space-ის მიერ