მეორე კრიპტოვალუტის ქსელში ახალი სატესტო ქსელი სახელწოდებით Holesky გაჩნდება. ის Ethereum-ის ბაზაზე სტეიკინგის სერვისების, ინფრასტრუქტურისა და პროტოკოლების განვითარებისთვის იქნება განკუთვნილი.
ადრე სტეიკინგის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ძირითად ქსელს Goerli წარმოადგენდა. მაგრამ, ბოლო დროს დეველოპერებმა ამ სატესტო ქსელში ETH-ის არასაკმარის რაოდენობაზე უკმაყოფილების გამოთქმა დაიწყეს.
სწორედ ამიტომ, Holesky-ს ქსელში 1,6 მილიარდ ETH განაწილდება.
ეს რაოდენობა 10-ჯერ მეტია, ვიდრე მთავარ ქსელში. ამასთან, დეცენტრალიზებული აპლიკაციების დეველოპერებისთვის ძირითად საცდელ ქსელად Sepolia დარჩება.
Ethereum-ის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერის, ტიმ ბეიკოს (Tim Beiko) თქმით, Holesky-ს ქსელში ETH-ის დიდმა მოცულობამ დეველოპერების ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რადგან ისინი ტესტირებისთვის ხშირად დიდი რაოდენობით მონეტებს იყენებენ.
ახალმა ტესტნეტმა Ethereum-ის ახალი ფუნქციების – შარდინგის, Verkle Tree-ის ალგორითმის და სხვათა გამოყენებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს.
ამასთან, Holesky მთავარ ქსელზე ორჯერ დიდი იქნება – დაგეგმილია 1,46 მილიონი ვალიდატორი.
უნდა აღინიშნოს, რომ Holesky-ს ქსელი 15-16 სექტემბრის ღამეს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ კლიენტის ზოგიერთი პარამეტრის შეუსაბამობის გამო, ამოქმედება ვერ მოხერხდა.
სექტემბრის დასაწყისში Matter Labs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს გლუჩოვსკიმ (Alex Gluchowski) განაცხადა, რომ Ethereum-ის მომხმარებლებს რეალური სამყაროს მსგავსი სასამართლო სისტემა სჭირდება, რომელიც დავებს მოაგვარებს.