FBI აფრთხილებს Ich Coin კრიპტო თაღლითობის შესახებ

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გააფრთხილა თაღლითური კრიპტო სქემის შესახებ, სახელწოდებით Ichcoin, რომლის შემქმნელები ატყუებენ მომხმარებლებს თავიანთ პლატფორმაზე დიდი თანხების გადარიცხვის მიზნით.

სპეციალური აგენტის ასისტენტმა ამანდა კულვერმა თქვა, რომ Ichcoin-ის ორგანიზატორები პოტენციურ მსხვერპლს ეძებენ სოციალური ქსელების, მათ შორის Instagram-ისა და Facebook-ის საშუალებით, შემდეგ კი კომუნიკაციას გადასცემენ WhatsApp მესენჯერს.

თაღლითები საკუთარ თავს პროფესიონალ საინვესტიციო მრჩევლებს უწოდებენ. ამავდროულად, თაღლითები ახდენენ ზეწოლას მსხვერპლზე, რათა მნიშვნელოვანი თანხები გაუგზავნონ ყალბ კრიპტო პლატფორმას. იმ შემთხვევებში, როდესაც ბანკის თანამშრომლებს ჰქონდათ შეკითხვები, დაზარალებულებს უწევდათ მათთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდება, რათა დაერწმუნებინათ ბანკები, რომ ფულის გადარიცხვა ლეგიტიმური იყო.

თაღლითურ საიტზე ფულის გადარიცხვით ინვესტორებს სჯეროდათ, რომ მათი ინვესტიციიდან მიღებული მოგება იზრდებოდა. თუმცა, როცა ცდილობდნენ დაბანდებული თანხების და ე.წ. „მოგების“ გატანას, მიხვდნენ, რომ მოტყუებულები იყვნენ. კალფერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრმა ინვესტორმა უკვე განიცადა დიდი ზარალი Ichcoin-ზე.

„თაღლითები ხშირად იყენებენ კრიპტოვალუტებს ხალხის მოსატყუებლად, რადგან ციფრულ აქტივებს შეუძლიათ სწრაფი მოგება მოიტანონ. ინვესტორები ფრთხილად უნდა იყვნენ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას. ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ მიიღებთ არასასურველ შეტყობინებებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ დაგარწმუნონ რაიმეში ინვესტირებაზე, მაღალი შემოსავლის გარანტიით ან პირობას მოგცემენ რომ რამეს უფასოდ მიიღებთ, ეს გამაფრთხილებელი ნიშანია“, – განაცხადა FBI.

სექტემბერში FBI-მ დაბლოკა რამდენიმე ყალბი სერვისი, რომლებიც კრიპტოვალუტის თაღლითობის მსხვერპლებს ჰპირდებოდნენ დაკარგული აქტივების დაბრუნებას. სინამდვილეში დაზარალებულები ხელმეორედ ხდებოდნენ მსხვერპლი და კარგავდნენ დარჩენილ თანხებს.

Add a comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *