სამხრეთ კაროლინას დასავლეთ ოლქის სასამართლომ ინდოეთის მოქალაქეს ჩირაგ ტომარის 60 თვით პატიმრობა მიუსაჯა, Coinbase-ის ყალბი ვერსიის შექმნისთვის.
დასავლეთ კაროლინას პროკურორმა დენა ჯ. კინგმა (Dena J. King) განაცხადა, რომ 2021 წლის ივნისიდან ჩირაგ ტომარმა (Chirag Tomar) თანამზრახველებთან ერთად მრავალმილიონიანი სქემა მოაწყო კრიპტოვალუტის მოპარვის მიზნით. მან შექმნა ყალბი ვებსაიტი, რომელიც პლატფორმა Coinbase-ის იმიტაცია იყო, გამოყენებული URL-მისამართით — CoinbasePro.Com თაღლითმა იმიტირება მოახდინა ელექტრონული ფოსტის მისამართის და გამგზავნის სახელის რომ დაერწმუნებინა მსხვერპლნი რომ ისინი ურთიერთობენ საიმედო წყაროსთან
მას შემდეგ, რაც მსხვერპლი შეიყვანდა თავის coinbase-ის მონაცემებს ყალბ ვებსაიტზე იწყებოდა ავტორიზაციის პროცესი, ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლებს მოტყუებით აიძულებდნენ გაეგზავნათ coinbase-ზე შესვლის ანგარიშის ინფორმაცია, ასევე თაღლითები, რომლებიც Coinbase-ის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს, ითხოვდნენ ნებართვას მავნე პროგრამის გაშვებას მსხვერპლის კომპიუტერებში, რის შემდეგაც მათ შეეძლოთ მიეღოთ კონტროლი მსხვერპლების კომპიუტერებზე და წვდომა მათი რეალური Coinbase-ის ანგარიშებზე.
გარდა ამისა, თავდამსხმელები მოტყუებით აიძულებდნენ მომხმარებლებს რომ გაეგზავნათ ორმაგი ავტორიზაციის (Authenticator) კოდი. მსხვერპლების Coinbase-ის ანგარიშებზე წვდომის შემდეგ, თაღლითებმა მაშინვე დააცარიელეს მსხვერპლის კრიპტო აქტივები. ამრიგად, ტომარმა და მისმა თანამზრახველებმა 20 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარეს სასამართლოს დოკუმენტები, რომლებიც ცალ-ცალკე მიუთითებს, რომ 2022 წლის თებერვალში ტომარის ერთ-ერთმა მსხვერპლმა დაკარგა 240,000 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტო აქტივები.
უცხო ადამიანების კრიპტოვალუტების დაუფლების შემდეგ, ტომარმა ისინი გადააქცია სხვა ციფრულ ვალუტად და ნაღდ ფულში, რომლებიც შემდეგ განაწილდა თავად ტომარსა დს მის თანამზრახველებს შორის.მოპარული ფულით თაღლითი მდიდრულ ცხოვრებას ეწეოდა, ყიდულობდა ძვირადღირებულ ავტომობილებს ისეთი როგორიცაა Lamborghini და Porsche, ასევე ის დუბაიში და ტაილანდში მოგზაურობდა. 2023 წლის 20 დეკემბერს ტომარი დააკავეს ატლანტას აეროპორტში შეერთებულ შტატებში შესვლისას. 2024 წლის გაზაფხულზე ტომარმა თავი დამნაშავედ სცნო თაღლითობაში.